კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:57
Advertisement

 

 

 

ჩემი სონეტი მოელოდა ეპიტალამას,

სიამის ტყუპი - სიამითაც ვიყოთ ტყუპები.

საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს,

მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით.


სხვა მეგობარმა და პოეტმა გვადარა ალმასს,

ვიცი გავტყდებით და არასდროს მოვიღუნებით,

ძველ პოეზიას კადნიერად ვახურავთ ჩალმას,

მაგრამ სავსეა სიყვარულით თვალის უპები.


წითელი ხარის გამძლებია მაგარი ჯიში

და იალაღზე შენ იქნები მუდამ წინამძღვრად,

ამიტომ არ აქვს არც ერთ ყანწელს აქამდე შიში,


რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად.

ყველას გვინდოდა ყოფილიყავ ჩვენი ამარა,

მაგრამ ჩვენ ძმობას დღეს გიბრძანებს შენი თამარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen