კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 08:39
Advertisement

 

 

 

ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო,

ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში.

გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ

ჩემს დედინაცვალ საქართველოში.


სად ჩავძაღლდები, აბა ვინ იცის.

რა თავში ვიხლი სამოთხის კარებს.

ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ,

უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს.

 

ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება,

მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს.

მიცნობს, შეკრთება, შევეცოდები

და ტანში ცივად შემაჟრიალებს.


წავა და საყდრის წინ დაეცემა,

ყველა გამვლელის ნაფიც ჯავარად, 

და საცოდავი ჩემს ცხოვრებაზე

მოჰყვება ტიტინს, როგორც ჯაფარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen