კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:50
Advertisement

 

 

 

შადრევნის ახლო ბუჩქი ყვავის თუ მარმარილო...

შრიალებს ბედი, ბედი მწარე და სასაცილო.

უახლოვდება თეთრი ნავი მივარდნილ ყურეს,

მოგონებები დაფრინავენ და გზა უყურებს.

ზვირთივით თვალებს გარეთ მოაქვთ დარდის კენჭები.

ინძრევა მიწა ღამეების ჩქარი ჭენებით.

შიშველ ფეხებზე ჩუმად მკოცნის უცნობი ლანდი.

ქარებს წუხელის აუყრიათ მზის ლიანდაგი.

სიკვდილზე ასჯერ მაღალია ბინდის ძახილი.

ადის და ჩადის ცაში მთების უღელტეხილი.

ბავშვურ სიყვარულს გული რაღას გაიმეორებს.

საღამო ჰქრება და ხეებზეც სძინავთ ჩიორებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen