კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:45
Advertisement

 

 

 

ჩემზე ნუ იტყვი


ჩემზე ნუ იტყვი ცრუ არი,

მოღალატე და მტყუარი,

როდის ჩამიკარ თვალი და,

როდის გითხარი უარი?


ერეკლეს (ტატიშვილს)


როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს

ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,

შენ რომ წახვედი, ასე მგონია,

მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.


დარდი


დარდი კვამლივით მეხვევა ყელზედ,

ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.

ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,

თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.


გაივლის დრო


გაივლის დრო და დიდი ხნის მერე

იტყვიან: - ნიკო გვეწვია,

შემოეხვევა ცის უწვდენ მერქანს

ჩემი ცხოვრება და პოეზია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen