კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:06
Advertisement

 

 

 

დღეს განვიცადეთ ღვთაებრივი დანაკარგისი.

ვფიქრობ, პრინცესა უბედური, რომ სიზმარშია,

ამა სეფექალთ შემოევლო შავად არშია:

მომკვდარა პანი, მეოცნებე ღამის მარკიზი!

ქრება გლოვილში ორეულად ორი ნარგიზი.

მწუხარე დების ღრმა თვალები ცრემლთა ღვარშია.

ჩვეულო მგზავრო! ქალბატონი ძველ საყდარშია, -

ხატისკენ ილტვის აქ ქალწულის გული ფაქიზი.

ერთხელ ელოდა მათ იღბალი და სილამაზე,

ახლაც ტირიან მონაზვნები მიცვლილ მამაზე,

დააქვთ საფლავზე ქრიზანტემა, ხან აკაცია.

კარგი, რომ ჩემში ნიღაბებით მამაკაცია,

და ვიტან გრიგალს, სასიკვდილოდ გულს რომ აჩუყებს,

თორემ ვიხრჩობი და ვერავის ვერ ვთხოვ ლაყუჩებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen