კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:38
Advertisement

 

 

 

ის მახსოვს -

შენში რომ

შენზე მეტს ვეძებდი,

და შევრჩი ასე

ამ ბებერ წლებს;

მაშინ მიყვარდი და

უშენოდ ვერ ვძლებდი,

ახლა მიყვარხარ და -

ვძლებ!

მაშინ მეც გეგონე

ჩემზე ერთით მეტი -

შენც რომ დაეძებდი,

ვით მე;

მაშინ მიყვარდი და

სიყვარულს ვერ ვითმენდი,

ახლა მიყვარხარ და -

ვითმენ!

შენ ჩემგან კი არა,

შენგანაც წახვედი,

გახსოვს ის? -

„დაიცა ქალავ!“

მაშინ მიყვარდი და

სიყვარულს ვამხელდი,

ახლა მიყვარხარ და -

ვმალავ!

ახლა ის კაცი ვარ

ოდნავ რომ ანათებს,

ამ სოფლის

ტალახში გდებით...

მაშინ მიყვარდი და

სიკვდილი მომანატრე,

ახლა მიყვარხარ და -

ვკვდები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ   Share
აირჩიეთ   Add to Home Screen