კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

 

 

 

რა ხანია, ჩემო ჩანგო,

მასზე არ გიჟღერია!?

რა ხანია, ჩემო თვალნო,

მისთვის არ გიმზერია!?

ეხ, შენ თავო! სულიკოზე

ხსოვნა არ დაგრჩენია!?

სულო ჩემო, უთვისტომო

მწარედ მოგიწყენია!

არ გწადია  მიუწვდომელს

მისწვდეს შენი სიმთ-ჟღერა!?

არ გწადია გაყინულ გულს

ესმას გრძნობის სიმღერა!?..

ოცნებაა ყოველივე

გეტყვი რას შესაფერსა!?

დავდუმდები და დუმილით

გიმღერ მე ყველაფერსა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen