კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:57
Advertisement

 

 

 

როდესაც გზაზე ავტობუსი აგროვებს მგზავრებს,

გამოქცეულებს ჩვენსაკენ, ანდა ჩვენსკენ მომავლებს,

როცა ხმაურით ამოდიან და სანამ ჩავლენ,

დინჯად თავიდან ფეხებამდე თვალით მზომავენ.

ასე მგონია, დაღლილ სახით,

ჭაღარა ქოჩრით

ამ ავტობუსის მგზავრებისთვის მე დღეს უცხო ვარ,

ის ხალხი გაქრა და წავიდა,

თქვენს მონა-მორჩილს

ვინც ტანთ აცმევდა,

ვინც ჰკოცნიდა

და პურს უცხობდა.

ჩემი ღიმილი მათ არაფერს არ ეუბნება.

არც მოგონების უხილავი ფოლიანტები,

თვალს ეფარება ერთაწმინდის გარეუბნები

და უკან მომდევს მტვრის ბუღი და კორიანტელი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen