კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:14
Advertisement

 

 

 

სამზღვარსა მუხრანისასა

რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,

ის რომ სისხლს ლევდა, მენაცა

რო ვეყარენით პირჩაღმით.

ცოლი რო სხვაგან წავიდა,

რო გახდა დუშმანისია,

ე, მაგით ძალმიცემული

ყივჩაღი წამოიწია.

მე რო ის მკვდარი მეგონა,

ის თურმე არ მომკვდარიყო,

შორით მიმზერდა, ფიქრობდა

იქნა დრო დამდგარიყო...

და როცა ჟამი იგულა,

მომვარდა ხმალმოღერებით;

პური კი აღარა მთხოვა,

პური ისედაც მისია

ღვინო კი აღარა მთხოვა,

ღვინო ისედაც მისია,

ცოლი კი აღარა მთხოვა,

ღმერთმა გაიგოს, ვისია...

მამული მთხოვა - ვერ მივე,

ის ჩემი წინაპრისია.

შემომიტია ყივჩაღმა,

ჯიქურ და ჯიქურ მიტია,

ვახ თუ მამული მას დარჩეს,

მე გავხდე საძრახისია

იმედი მრჩება ღმერთისა,

თან ჩემი პაპებისია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen