კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:35
Advertisement

 

 

 

აპრილია, დახრილია

ზამთრის მძიმე გზების ფარდა...

გაზაფხულის მარხილია

თეთრი ყვავილების კალთა.


წლები ისე გამიფრინდა,

ქამანდა ვერ მოვდე დარდებს,

ღმერთო, იქნებ აპრილიდან

მიმიყვანო სექტემბრამდე.


სექტემბრამდე თუ მივაღწევ,

შევძლებ მთაზე შემოდგომას -

ჩვენ ძმები ვართ, ძმურად გავძლებთ

მე და ჩემი შემოდგომა.


გადვურჩები მერე ციდან

მხრებზე უხვად დაყრილ დარდებს

და როგორმე თავს გავიტან

სექტემბრიდან აპრილამდე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen