კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:19
Advertisement

 

 

 

"მოვიდა მიწა". ორი დღეა თოვლის წასვლიდან.

დამუნჯდი. სათქმელს აღარავის არ ეუბნები,

მოჩანს გუბეში მოლივლივე ზეცის ასლი და

გამდნარ თოვლიდან კვლავშობილი გარეუბნები.


და გეჩვენება, წუთი-წუთში ისე გაქრები,

როგორც ღრუბლები, ჩრდილებად რომ გადაირბინეს.

ხატავს გაზაფხულს შვილიშვილი ფერად ფანქრებით,

ჯერ რომ შორსაა და ფურცელზე მაინც ბიბინებს.


ისვენებს ციგა და რაფაზე თვლემს ხელთათმანი,

წვეთების წკრიალს ძველებურად არ აყურადებ,

ვინ არის იგი, ვინც ყოველთვის გირჩევს დათმენას

და გაძლებინებს მოუღწეველ გაზაფხულამდე?!


ცა გუბეშია და ჩემსავით არის ცა ამ დროს

დარავდრიანი - მზიანი და თანაც საავდრო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen