კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:50
Advertisement

 

 

 

ბევრზე ვთქვი ბევრჯერ უარი

თავს ამით კი არ ვიმართლებ,

ვერც სხვა მიქამდა უარესს,

რაც საკუთარ თავს დავმართე.

მზის ცხელი მედო ლაგამი,

ვღეჭდი, ვამტვრევდი, ვღუნავდი,

ვიყავი, როგორც საგანი,

მაგრამ მიკრული უნაგირს...

ვიარე, სად არ ვიარე,

სად ვის ვუმტვრიე კარები,

ვიყავი, როგორც იარა,

ცივი და შეუბრალები...

სისხლი მაძლიეს - სისხლი ვსვი,

მჩეხდნენ, ვიბრძოდი,

ვკიოდი...

და სიცოცხლიდან სიკვდილში

ნისლივით მიმოვდიოდი.

ნალეწი მზის და მთვარისა

ჩემ წინ ლოდებად ეყარა,

ღია მაქვს თხემი თავისა,

შიგ შენსას ვხარშავ ქვეყანას...

არ ვჯავრობ არარც არაზე,

არც რას ვიტკიებ ადვილად

და სამყაროთა გავაზე

დავცურავ მგლისფერ ნაგრილად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen