კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:50

 

 

 

ამ ნომერზე ვეღარ ვრეკავ,

ამ ზარს ვეღარ ვპასუხობ!

თუმც სათქმელიც რა მაქვს, ნეტავ,

ანდა შენ - საპასუხო!

ზარებს შორის მთა ჩამდგარა,

მთაზე უფრო ახმახი...

მთის ქვეშ მატარებელს გააქვს

ძველებური რახრახი.

შენ არ ჩანხარ, ვერც მე მხედავ,

თუ არ გვინდა დანახვა?

თავს ვაბრუნებთ აქეთ-იქით,

- უნახავმა რა ნახა.

სხვა მარგილზე გაჭიმულა

ახლა ძაფი საბედო

საერთოდაც ნუ შეამჩნევ,

შეხება არ გაბედო.

ჩემს ჭაღარას, შენს წვრილ ნაოჭს,

უნაირო ჭოჭმანებს,

გასდის ყავლი და მდელოზე

სულ სხვა წყვილი გოგმანებს.

ამ ნომერზე ვეღარ ვრეკავ,

ამ ზარს ვეღარ ვპასუხობ!

თუმც სათქმელიც რა მაქვს, ნეტავ,

ანდა შენ - საპასუხო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ