კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:04
Advertisement

 

 

 

ღრუბლის ალყაში მოექცა ზეცა,

თვალიდან გაქრა ნათელი ხომლის,

სიო ბურუსის იალქანს კეცავს

და პეპლებივით მოფრინავს თოვლი.

ელნათურები მხარგაშლილ ხეებს

დამშვენებია ოქროს ღილებად,

სიბნელის სამოსს თამამად ხევენ

და მე მოველი მზის გაღიმებას...

ქალაქო, გტკივა ქართველის ბედი,

სანაპიროზე ზამთრის გნიასი,

გასაოცარი სიმღერა გედის

და გველის გენი ადამიანში...

გადახიზნული დედების კვნესას

შერწყმია მწარე ქვითინი ვაზის,

შავი ზღვის ზვირთი ქვიშიანს კეცავს,

ნამგალა მთვარე იხრჩობა ზღვაში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen