კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:00
Advertisement

 

 

 

რადგან ყვავივით თბილი ქუდი თავს არ ეხურა,

ერთხელ ზამთარში გაიყინა ცაში ბეღურა.

როცა საწყალმა ოდნავ მაღლა შეინავარდა,

ის შურდულივით გზის ნაპირას თოვლში ჩავარდა.

ღამით კი ბედკრულს სიბნელეში ერთმა დარაჯმა,

ისე რომ ვერც კი შეამჩნია თავზე დააჯვა.

ბეღურა გალღვა, შეიფერა ღმერთის წყალობა

და წამოიწყო მზის ნახვისას დილის გალობა.

ამის გამგონი იქ მელია გახლდათ ცუნცულა

პირი დასტაცა და ტყისაკენ წააცუნცულა.

ასე დამთავრდა სევდიანი ეს პასტორალი

და აქედან კი ჭეშმარიტი სამი მორალი

რომელთ ჩამოთვლა იმედია ყურს არ დატანჯავს:

1. მტერი არ არის ყველა ვინც კი თავზე დაგაჯვავს.

2. არც მეგობრობით გაწეული მხოლოდ ხათრია

სიბინძურიდან თუკი ვინმემ ამოგათრია.

3. და რაც არ უნდა სითბოსაგან ყელი იღერო

როცა ყელამდე ძღნერში ზიხარ ჯობს არ იმღერო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen