კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:55
Advertisement

 

 

 

ზამთარში როცა შეუმცირდა დინება ნილოსს,

რადგან გასაქანს არ აძლევდა ვერაგი ყანჩა,

პატარა ბუზი შეუფრინდა შიგ ყურში სპილოს

და გაზაფხულის დადგომამდე შიგნითვე დარჩა.

მერე კი სიცხემ შეაწუხა როდესაც მწარედ,

რადგან ზრდილობა დაანათლა ბუნებით ღმერთმა,

მან მოინდომა გამოფრენა ისევე გარეთ

და გადაწყვიტა სპილოსათვის მადლობა ეთქვა.

თქვენის ნებართვით სახლს მე შემდეგ ზამთარსაც ვიხმარ

თავს კი არ ვიზღვევ, ეს უბრალოდ თადარიგია,

სპილო გაოცდა - მე არ მესმის საერთოდ ვინ ხარ

შენი არც მოსვლა და არც წასვლა არ გამიგია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen