თუ მომეჩვენა,
სხვასაც წყურია,
ო, ჩემზე მეტად წყურია,
მ ა შ ი ნ -
მე განზე ვდგები,
მე განზე ვდგები
და თვალს ვარიდებ წყალს.