კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 23:36

 

 

 

ერთხელ მუდოს, ამომძვრალსა

მიწიდან მზემ დააცხუნა;

არ იამა უჩვევს პირი

ხვრელისაკენ გაიბრუნა.

და სთქვა: მიკვირს, სულიერი

და უსულო მზის სხივებსო.

რად შეჰნატრის, ნეტა მათში

სასარგებლოს რას ჰპოვებსო?

მე მზეში კარგს ვერას ვხედავ,

თუნდაც სულ ნუ იქნებაო;

მიკვირს, ან სხვას რას უკეთებს,

ვის, ან რისთვის სჭირდებაო? -

გაიგონა ეს სიტყვები

ხვლიკმა, მყოფმა იქვე ახლოს,

და მიუგო: "მზისა ფასი

რა გესმისო უსინათლოს?..

გასწი, გასწი, ბრმავ, მიწაში

და იქ დასტკბი სიბნელითო,

ჩვენ-კი გვინდა, მზეს ვუყუროთ

და ვსტკბებოდეთ სინათლითო!..

გასწი, მაგრამ ეს იცოდე,

რომ ყველას მზე გვაცოცხლებსო;

თუმც აგრე გძულს, უიმისოდ

გააფშეკდი შენც ფეხებსო!.."

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ