კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:02
Advertisement

 

 

 

უფსკრულთან ჭიუხის ქარივით ქანაობ,

ვერ გაკრთობს ფერხული მშფოთვარე ლოდების.

იფრთხილე, იფრთხილე, მეც გზვერავ ქალაუ,

შატილის ბილიკზე შველივით მოდენილს.


შავი კლდის შურთხივით გამირბი განდაგან,

მაჩუქე ქალაუ, ღიმილი ერთ წამით,

ტანშოლტა მეძროხე ხევსური ქალი ხარ,

შატილის პირქუში ნისლივით ლერწამი.


ტიალი ფიქრები ჯანღივით ფარავს გულს,

ვერ გხიბლავ, აშექალ, მეცხვარის ფარებით.

ვაიმე მეშინის, მეშინის ქალაუ,

გზვერავენ შორიდან სხვა მწყემსის თვალებიც.


თუ გინდა რომ გახდე ქალაუ შენ ჩემი,

ნუ წახვალ წყაროზე მარტოკა ხელსურით,

წაგიყვანს აშექალ მგლისმუხლა ჩეჩენი

ან ორბის თვალება არხოტის ხევსური.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen