გავყურებ უთვალავ ღრუბელთა მთიბავებს, გასცელეს სივრცეთა სამყარო. მთებზე დგას მთებივე, ჩამაგევ, ჩორეხო, შავწყალო! ვინ გაქრობთ ვარსკვლავნო - სანთლებო? შენ გამიმარჯვოდე ნადირთა პატრონო ქალბნელო! შუნისთვის ხარჯიხვთა რქინებას! აგერა ჯოგიცა! შენ ნისლო, შეწყვიტე დინება! ცვარისგან აცრემლდა ბალახი... ჰე, ოჩოპინტეო, მიშველე მიბოძე ხარლაღი! იღვიძებს საჯიხვე გამწყრალი. რამდენი მთებია: ჩამაგე, ჩორეხი, შავწყალი... |