კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:40
Advertisement

 

 

 

მამალი ყივის, თენდება ღამე,

მთა თექას იხდის, ბარი - შავ ზეწარს,

სამხრეთისაკენ გადადის მთვარე,

თვის ოქროს სხივებს იქით იკეცავს.

ნადირობიდან ბრუნდება მხეცი,

თავის ბუნაგში ის დაამდება,

იქ მოისვენებს, იქ მოინელებს,

ვიდრე ხელახლათ დაუღამდება.

აჰა, ჩამოჰკრა სადღაც ცისკარმა,

ხალხი იღვიძებს და იშმუშნება,

სისხლის მორევში ტრიალებს ლუკმა,

ისიც იქითკენ მიეშურება!

გაჰშლის თვის კლანჭებს, ვინ ვის ჩაახრჩობს...

ვინ უწყს, რამდენი გაითელება

თავის ბუნაგში ზოგი მაძღარი,

ზოგი მშიერი გამობრუნდება!

მამალი ყივის, თენდება ღამე,

სამხრეთისაკენ გადადის მთვარე,

ბრძოლა არ სწყდება, ისევ გრძელდება,

ერთის ადგილას იჭერს მეორე!

ღამე სისხლის ტბას უცქერს გუშაგი.

დღისით - დაჰყურებს მას დღე მზიანი,

თენდება - მხეცი სტოვებს ბრძოლის ველს,

ბრძოლას აგრძელებს ადამიანი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen