კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:57
Advertisement

 

 

 

სულთა ჩვენთა გადამრჩენო

თუკი ბედმა დაგვაშინა

უფალო მამაო ჩვენო

რომელი ხარ ცათა შინა

რომ ასრულდეს ნატვრა ჩვენი

და არ აგვიცრემლდეს დედა

მოვედინ სუფევა შენი

მართლაც ქვეყანასა ზედა

ვერ შევწვდებით აზრს რომლისაც

ვაკიდივართ თმის შენ ერთ ღერს

პური ჩვენი არსობისა

საცოდავებს მოგვეც ჩვენ დღეს

და გაგვხადე შემცოდები

აგვარიდე შხამს და გესლებს

მოგვიტევე დღეს ცოდვები

როგორც მივუტევებთ ჩვენ სხვებს

იმკას ყველამ რასაც თესს და

სიბრძნე შენი გაგვიხსენი

აგვარიდე განსაცდელს და

ბოროტისგან დაგვიხსენი

გამოვირჩეთ ჩვენ რომ მათგან

ვისაც მოსწონთ განდიდება

შენია სუფევა რადგან

ნება ძალი და დიდება

და ნუ დაგვამგვანებ იმათ

ვინც არიან მიჭირს ვთქვა ვინ

და საუკუნეთა მიმართ

წმინდა იყავ მარად

ამინ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen