კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:29
Advertisement

 

 

 

ჩამირბინეს ჭყივილით - გარეულმა ტახებმა

ჩამიფრინეს შხივილით - წუთისოფლის ბაღებმა.

ჩამიქროლეს მკვლელებმა - ყელხატულა მელებმა,

ჩამიქროლეს დღეებმა - ფოთლებივით ჭრელებმა.

სისხლი დამდის წურწურით - მთიდან ბარად მყვირლებმა,

ფშვენით, რქენით, ძუნძულით - ჩამირბინეს ირმებმა...

ვაიმე, დედავ, ვთავდები! ვაიმე, დედი, გშორდები!

რანაირად ღამდება სააქაოს კორდები!

რანაირად მომხედეს ანგელოზმა ფურებმა!..

ღმერთო, შენ არ გეწყინოს ჩემგან შენი მდურება -

ას წელიწადს მინდოდა!

ას წელიწადს მინდოდა!

და ათასსაც მინდოდა

შენი ხელით შექმნილი წუთისოფლის ყურება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen