კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:48
Advertisement

 

ფიროსმანს

 

ბნელი სარდაფი, ღვინის ჭიქები,

მხოლოდ გოლგოთა, აღარსად მდელო...

და როცა შედგა იგი მწვერვალზე,

მაშინ იხილა ის საქართველომ.

თორემ, ვინ იყო, ვინ სცნობდა ნიკოს,

სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი,

და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად

მირზაანელი "ლოთი" მხატვარი.

ნიკო მოკვდაო, იქ, კიბის ძირში,

საღებავების ცრემლი სდიოდა,

რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა

ეს უსუსური კაცობრიობა.

გული დამთვრალი და დაფლეთილი

სიობლისაგან ჩუმად კვნესოდა,

შველას ითხოვდა თურმე ნიკალა,

მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა.

ბოლო ფერები გაკრთა ტილოზე,

მიმქრალ თვალებში მწუხრმა იძალა,

ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში,

დაემხო პირქვე და მიიცვალა.

არსად არღანი, არსად დუდუკი,

არც განბანება ცრემლთა მორევში,

ვიდოდა ქვეყნად კაცი ობოლი

და მიეძინა სიმარტოვეში...

მერმე უეცრად განათლდა ბნელი,

ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს

და კიბისძირში მკვდარი ნიკალა

ანგელოსებმა გამოაცილეს...

ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა,

ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს,

ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით

და მარგარიტას წამწამებს ხატავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen