კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:07

 

 

 

შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,

ანდა - ყაყაჩოთა სახადი?..

ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები

ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -

ნიავი მოირგებს ქილიკით:

შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..

წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,

ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;

ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,

გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და... იწინთებს ქალწული ყაყაჩო...

გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,

და ვიდრე... და ვიდრე... იყუჩე,

მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში

სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..

ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში

და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,

ნიავმაც მოგართვა კაბა და...

წითელბატონები წყრებიან შინდებზე:

წადითო, გეყოთო ლამბადა!...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ