კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:45
Advertisement

 

 

 

ქარი აიხვეტავს ფოთლებს,

სუნთქვა თმა-შევერცხლილ მთათა,

ზამთრის მოლოდინში შეშას,

ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.

ხვალე ნანადირევს მოგგვრი,

კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,

თოვლით გატენილებს, ცივებს,

ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.

თეთრად გავათენებთ ღამეს,

გვეგოს ფარდაგი და ტყავი,

ჩუმად მიმღეროდეს რამეს,

მედოს შენს მუხლებზე თავი.

გარეთ აბარდნიდეს თეთრად,

შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,

დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,

მერე ლექსების თქმას მთხოვდე.

გაზაფხულის პირზე მზისფერ,

ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,

გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,

მორთულს ათასნაირ ფერში.

ქოხი შუა ტყეში გვედგას,

ნალ-მიჭედებული კარით,

მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,

გარეთ მობუბუნე ქარის.

არც შენ იქნებოდი ცოლი,

არც მე ვიქნებოდი ქმარი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen