კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 29 აგვისტო 2025 03:46

 

 

 

შუა ქუჩაში ვდგავარ და ვუსმენ,

როგორ გუგუნებს ლითონის გული,

როგორ გადადის ლითონის გულზე

მარადისობის დინება ბრძნული.

რა ჰქვია ამ ცივ ფოლადის რეკვას?

დრო? დავიწყება თუ ხმა ფარული?

ბრმა ფრინველივით ვერ ამოკენკა

ჩემი სულიდან ის სინანული.

მე ბედნიერი ვიყავი მაშინ,

როდესაც მარტო შენზე ვფიქრობდი,

როცა ბარდივით ეკლიან ცაში

ტანდაკაწრული სადღაც მივქროდი.

სადღაც მივქროდი... ვდგავარ და ვუსმენ,

როგორ გუგუნებს ლითონის გული,

როგორ გადადის ლითონის გულზე

მარადისობის დინება ბრძნული...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ