კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

მე დილიდან

ზღვისპირას ვიდექ.

მითხრეს,

მზე ცაზე

იხდისო კაბას

და შიშველი 

ჩადისო ზღვაში.

და მე ველოდი,

უნდა მენახა,

ვით იხდიდა

მზე თავის კაბას.

ალბათ მიმიხვდა ვნებიან წადილს

და მთელი დღე

აცელქებულ გოგონას ჰგავდა,

დანავარდობდა

ელვარე ცაზე.

მე კი ვიდექი...

მაგრამ ამაოდ

ველოდი თურმე.

მოსაღამოვდა,

მზე მომღიმარი

ჩაცურდა ზღვაში,

წნული თმები

ჩაჰკრიფა ხელით

და მხოლოდ მერე გამოჰკიდა

თავისი კაბა

ზეცის კიდეზე...

მე იმ ღამეს არ დამეძინა

მზე იწვა ზღვაში

და მონაზვნის თეთრი ტანივით

მისი სიშიშვლე

იყო ჩემთვის

მიუწვდომელი...


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen