კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:21

 

 

 

ერთხელ იქნება, მეც დავმშვიდდები,

გავხდები ვინმეს ცოლი და დედა,

გაიზრდებიან ალბათ შვილები,

მეც მადლობელი ვიქნები ბედის.

დიასახლისის და დედის თვალით

შევხედავ საათს, ქუჩას და ამინდს

და ჩემს სიზმრებში ჩამცხრალი მთვარე

არ აჯანყდება სიცოცხლით მთვრალი.

რადგან უკვდავი არაფერია,

და ჩვენშიც კვდება, ბევრი რამ კვდება,

ზეცაში მიდის ყველა ფერია,

აქ რჩება ვინმეს ცოლი და დედა.

მაგრამ როიალს თუ ვნახავ სადმე,

ამტკივდებიან, ვიცი, თითები,

გამახსენდება გზა ზეცისაკენ,

გამახსენდება და ავტირდები.

შეიძლება დაგაინტერესოთ