კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:17
Advertisement

 

 

 

ზოგი ამაყად დაჰღუღუნებს მოხატულ აკვანს,

ზოგი ჯერ კიდევ ელოდება ბედნიერ ვარსკვლავს.

ზოგი სიცოცხლის სიყვარულით კოლხეთში სტკბება,

ზოგი ჟამიჟამ მე თბილისის ქუჩებში მხვდება.

ზოგიც... ვინ იცის, სად არის და სად გაიგონებს,

ამ ძახილსა და მდუღარებით ნათქვამ სტრიქონებს!

სადაც არ იყოთ, გახსოვართ თუ არ გაგონდებით,

გათხოვილი ხართ დიდიხნის თუ ახლა თხოვდებით,

ერთი წუთით-ღა გაიხსენეთ ბიჭი გამხდარი,

ყველა თქვენგანი რომ ეგონა მზეთუნახავი.

თვალს შეავლებდა სანდომიან გოგონას სადმე

და სიხარულით ადიოდა მეშვიდე ცამდე...

ჩემი თაობის გოგონებო, ჩემო კარგებო,

განა არ იცით: არაფერი არ იკარგება,

თუ მის ბწკარებში ნაპერწკლები ცეცხლის ღვივიან, -

ეს თვითეული ნაპერწკალი თქვენი სხივია.

თქვენი სხივია და და ნატეხი თქვენივე ეშხის,

რომელიც ჩუმად გადასულა გულიდან ლექსში.

და მას ამ ქვეყნად თუ პოეტის სახელი შვენის,

იცოდეთ, ესეც ბრალია თქვენი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen