კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:53
Advertisement

 

 

 

შევხარი მინდვრად გაშლილ ბუნებას,

რასაც ინატრებ, იგი აქ არი,

თითქოს ვაპირებ შინ დაბრუნებას,

მაგრამ სადღაა ძველი სახლკარი!

მზე ამოსულა... ოქროს სხივები

უკვე დილიდან ბარში ბატონობს,

მინდვრად ციმციმებს ნამის მძივები,

რა კარგად გალობ შენც, იადონო!

დავდივარ, მხვდება სახემზიანად

ცა უღრუბლო და უკაბადონო...

გლეხს ვეკითხები თავაზიანად:

 - რა გქვია, ძმაო? - პავლე, ბატონო.

- პავლე ბატონო, ის უნდა მეთქვა,

რომ სოფელი გაქვთ რაღაც ზღაპრული!

ყვავილების და ვარდების ფეთქვას,

ყველაგან ღიმილით ხვდება ზაფხული...

ნარინჯი, დაფნა, ყანა სიმინდის,

ჩაის მწკრივებშიც ფუსფუსი ქალთა,

და მოალერსე  შავი ზღვის ბინდით - 

ჩალის ქუდების შრიალებს კალთა.

ალბათ, ამ მიწებს მზისგან რომ ელავს -

ღვიძლი შვილივით უვლით, ბატონო?

 - დიახ, სწორედ ის გვინახავს ყველას,

მზეც მას უღიმის უკაბადონო...

სანამ ვართ, მისი მადლით ვარსებობთ

და ბოლოს თვითონ გვჭამს, უპატრონო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen