კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:12
Advertisement

 

 

 

კაცი მეგონე, გველი ყოფილხარ

და კაცის ტყავში გამოხვეული,

კაცი მეგონე, მაგრამ მოვტყუვდი,

ქვეშმძრომელი ხარ და გამყიდველი.

გარედან სადა, შიგნიდან ჭრელი,

გული გესლით გაქვს ამოვსებული.

ამხანაგოო, - თანაც მეძახი

პირზე ბადე გაქვს აფარებული.

რატომ არ გინდა რომ კაცი იყო,

გესლიანობას ანებო თავი,

სიყვარულს სთესდე ამქვეყნად მარად,

რომ არ დასტოვო სახელი ავი.

პატიოსნება მაღლა ვაყენოთ,

ძმურად ვიცხოვროთ ამსოფლად ყველამ,

ვინ რა წაიღო საიქიოში,

რომ შენ წაიღო გველმა და მელამ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen