კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:48
Advertisement

 

 

 

ჩემ სიმღერას ვინ გაიგებს,

რისთვის ვტირი მე,

მოწყალებას ვინ მაიღებს,

მისი ჭირიმე!

გაზაფხულის ვარდი შენ ხარ,

ედემს რგული ხარ,

ამ სოფელში მოჩვენების

თაიგული ხარ.

გულში სევდა ვერ დავტიე,

ვეღარ ვითმენ მე.

ქანდაკების ქვა გამხდარხარ,

აღარ მისმენ მე.

რბილი ენით გაგიცანი,

ბოლოს მაგრობ შენ,

ცეცხლის ალში გამახვიე,

აღარ მაქრობ შენ.

მშვიდი, წყნარი გული გქონდა,

რად გახდა თუჯი,

ვისმა ენამ შეგაძულა

შენ იეთიმ-გურჯი?!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen