კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:55
Advertisement

 

 

 

ლამაზების ხელმწიფევ,

შემკობილო სრულადა,

ლამაზ საქართველოში

შენ ხარ თაიგულადა.

ედემისა ყვავილო,

ქვეყნად გადაშლილი ხარ,

ჩემსა მწევლად ვინ გშობა,

ნეტა ვისი შვილი ხარ.

რად გამიცან პირველად,

ეხლა რას მემალები,

შენი მზერით გამაძღე,

დამიბნელდეს თვალები.

როცა მინდა ვიცინო,

მის ადგილას ვტირი მე,

შენი გაცნობის დღიდან

ამრევია ტვინი მე.

შენგნით ენა დამება,

ხუთი წელი მუნჯი ვარ.

შემიბრალე, მიცოდე,

შენი-იეთიმ გურჯი ვარ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen