კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:17
Advertisement

 

 

 

ვინც რო ლხინი არ იცის,

ქვეყანაზე რად არი,

ვინც რო ფულზე ლოცულობს,

დასამარხად ღრმად არი.

ზოგი ღორი კაცუნა

მუქთად ჭამა-სმად არი,

სხვის სუფრაზე გორაობს,

თვითონ სხვისთვის ბრმად არის.

ზოგსაც უყვარს ქეიფი,

თან კი ჯიბე თხლად არი,

უნამუსოდ გაძღება,

გასაპარად მზად არი.

დახარჯავს და წაიღებს,

თან თვითონ მწყრალად არი,

ვალებს ისე გაურბის,

როგორც ღორსა თათრი.

ვინც ხარჯავს და არ აძლევს,

ის სვინდისთან მტრად არი,

თავის სისულელობით

ყველგან პირშავად არი.

ვინც მარიფათს არა სცნობს,

გაუთლელი ქვად არი,

პურადი და ბილანი -

ის კი ყველგან ძმად არი.

ჭირში, ლხინში მოძმესთან

მუდამ მეგობრად არი,

ვის რა ფერად შეღებავს,

იეთიმ-გურჯი მზად არი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen