ჩემ ნისია მუშტრებმა
ვაჟკაცობა იდინეს,
რამდენჯერმე ტიკჭორა
თავქვე დამაკიდინეს,
ბოლოს ნისიის დავთარს
ცეცხლი წამაკიდინეს,
ისე საქმე დამმართეს
საღმთო გამაყიდინეს,
ვისაც ძმურად მოვექეც,
პურმარილი მიგინეს,
ძალად კბენა მასწავლეს,
კბილი გამაქლიბინეს.
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა