კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 13:10
Advertisement

 

 

 

ო, მე არც თუ ისე ცუდად ვარ მოსილი,

დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...

შემხვდება ვიღაცა მთლად ჩამოძონძილი

და დამცინავად გაეღიმება.

ო, მე არც თუ ისე მახინჯი გახლავართ,

დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...

ჩემზე უარესნი დამინახავენ

და დამცინავად გაეღიმებათ...

ო, მე არც თუ ისე მსუბუქი იერით

დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...

შემხვდება ვიღაცა - მთლად სიცარიელე

და დამცინავად გაეღიმება.

რამ დაგაბრმავათ, ბატონებო?

ვიცოდე ნეტავ?

რამ დაგაბრმავათ?

იმან, რომ მხედავთ...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შოთა ჩანტლაძე  • • •   შოთა ჩანტლაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen