კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:03
Advertisement

 

 

 

ერთობა და თანასწორობა, 

გულით ძმობა, სიყვარული,

ყველა ერთად ჯერჯერობით

ციხეშია დამწყვდეული.

მშიერს, მწყურვალს, შიშველს, ტიტველს

ინახავენ, როგორც მხეცსა, 

განსაცდელსა და სატანჯველს

უმზადებენ მრავალკეცსა.

სხვათაშორის, გალიაში, 

ჰყავთ მოხუცი დამწყვდეული;

ის არ ზრუნავს თავის თავზე... 

სხვებისათვის უძგერს გული!...

ჰფიქრობს ღმერთო, რა შეგცოდეს,

რომ აწვალებ ამდენ სულსა?

და რად აძლევ გამარჯვებას

მას, ვინც სდევნის სიყვარულსა?

ყური მოჰკრა, საპასუხოდ,

რომ ჩამოჰკრეს სადღაც ზარებს, 

და ის რეკვა დაჩაგრულებს

გამარჯვებას მიახარებს:

“ქრისტე აღსდგა!” აღსდგა მკვდრეთით

ის ნაგვემი!... და ჯვარცმული!...

და ამიერ ქვეყანაზედ 

განმტკიცდება სიყვარული.


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen