კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 21:26

 

 

 

უკვე მოგონება მივეც ანათემას,

უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.

ღამის მარტოობას ისევ ანათებდა

ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,

თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები.

მერე ჩემს გრძნობებზე ჩუმად გამეცინა,

მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,

როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,

ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,

შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.

უკვე მოგონება მივეც ანათემას,

უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.

ღამის მარტოობას ისევ ანათებდა

ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen