კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 02:24
Advertisement

 

 

 

გულზე დამეცა სხივი შრიალით -

ირმის ნახტომი გარჩა ცის ტატნობს... 

არაგვმა იცის ქარიშხლიანი

ლექსი - როგორიც უყვარდა ტატოს!

არაგვმა იცის, როგორც კალმახი

ფრთამოქნეული სტრიქონის ელვა,

ეს ვარსკვლავების თეთრი ჩარდახი

სულში ჩამოწვა დამთუთქველ ღველფად.

არ მენაღვლება, - თავი გავწირე,

ვდგავარ და პეშვით ვხვრიპავ სიმწვანეს,

მოდი, დამფერფლე როგორც საკირე,

ოღონდაც ჩემი თრთოლვა იწამე.

გულზე დამეცა ქარიშხლიანი

ლექსი - როგორიც უყვარდა ტატოს,

მთებში ჩავიდა მთვარე შრიალით

და თეთრი სხივი გარჩა ცის ტატნობს...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen