კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:39
Advertisement

 

 

 

მე, თვით განგებამ, ხელში მომცა მასალა სველი,

ნედლი მასალა, სულ ახალი, ხელუხლებელი,

სხვა ნიადაგზე, მზის ნამტვერში ამოკვეთილი

და ზეციური ბალსამოსით ნაპკურ-ნაწვეთი.

და უსიცოცხლოს კიდევ შემწევს იმდენი ძალა,

რომ დამწვარ სულში ჩავაქსოვო ნედლი მასალა;

და სისხლის ზვირთით ისევ შევკრა და შევამზადო,

რომ შევქმნა ლექსი, ლექსი წმინდა, ლექსი უზადო.

მე შიგ ჩავაქსოვ დაჭრილ მკერდის კვნესა-წვალებას,

მაჯის ცხელ ცემას, სნეულ სახის გაფერმკრთალებას,

დამსხვრეულ იმედს, ყალბ სიყვარულს, მუნჯ ხვაშიადსა,

დაგროვილ ვნების ქარტეხილის ქროლვას დიადსა...

მე ხელთ მიჭირავს მშვენიერი ნედლი მასალა,

თუ ამ წყეულმა, დაჭრილ გულმა ცოტა მაცალა...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen