კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:20
Advertisement

 

 

 

აღარ შორდება ჩემს გულს ნაღველი,

ვიღლები ფიქრით, დარდით ვიღლები,

სადა ხარ, სადა, ხმას არ იღებ და

სად დაიკარგე, გავიდა წლები.

იმ დროს დამტოვე, იმ დროს წახვედი,

რომ ვეშვებოდი ცხოვრების ზღვაში,

ჩემს უკეთესი აბა ვინ ჰპოვე

მაგ შენს უფერულ მარტოობაში?

ღირსი არა ხარ, არა ხარ ღირსი,

აგრე მიყვარდე სულით ლაჩარი,

გულს ვეკითხები: "რა მოგწონს მისი?

ხომ იცი, ხომ გრძნობ იგი რაც არი?"

ჰო, ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარხარ

სამარადისოდ, არა დროებით,

რაც მინდა იყო, შენ ის არა ხარ

და მეც მოვკვდები განმარტოებით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen