კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

მე აღარ ვამბობ:

- ო, ეს ზამთარი

გავიდეს, მორჩეს,

მორჩეს, მოთავდეს;

გინდაც გაჰქონდეს მიწას ზანზარი -

თოვლქვეშ, ყინულქვეშ მიწა შფოთავდეს.

მე აღარ ვამბობ:

- ო, ეს ზაფხული

მორჩეს, გავიდეს,

მორჩეს, გათავდეს;

გინდაც მზე დუღდეს, ჯერ არნახული -

ცა უმოწყალოდ მიწას შანთავდეს.

ბუღი და ხვატი

სულ მტვრად დაფქული,

მიწა და ზეცა

სულ ნირწამხდარი...

იყოს, სულ იყოს ცხელი ზაფხული,

იყოს, სულ იყოს დიდი ზამთარი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen