კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:15
Advertisement

 

 

 

ის ძალა მქონდეს -

მე ოცნებებს, ახლა ბებრულებს,

ისევ იმ ალმურს შევუნთებდი,

ალმურს ბუნებრივს;

ის ძალა მქონდეს -

დღეებს უღვთოდ გაქანებულებს

იმ ძველ სიზანტეს,

იმ ძველ სიგრძეს დავუბრუნებდი.

ის ძალა მქონდეს -

და ერთი თქმა:

- მორჩა, გათენდი -

და გაქრა ღამე,

მორჩა ღამე,

ღამეს შაბაში;

ის ძალა მქონდეს  -

მე ვარსკვლავებს ახლად გავწმენდდი -

ისე არ კრთიან, როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen