კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:59
Advertisement

 

 

 

მოხარხარე ბირდაბირით

აყეფებულ დაჯახებით,

ხებს ვმუსრავთ პირდაპირი

პირდაფერილ ნაჯახებით.

ტყე ქვითინებს,

ოხრავს,

ხვნეშის,

სად გაექცეს ურდულს მონის

თითქოს დედათ მონასტერში

შეჭრილანო ურჯულონი.

ზოგს დავახევთ სამოს-კაბას,

ზოგს ალს მივცემთ, ხმელი თუა...

ზოგს ტრაქტორზე გამოვაბამთ,

როგორც კახპას ცხენის ძუას.

ხისგანა გვაქვს სარჩო ტკბილი,

ხით ვიგერებთ აშარ ქარებს...

ბოლოს ხისგან გაჩორკნილი

კუბო ციმციმ გაგვაქანებს.

ქარში მწარედ იჟრიალებს

ნაჯახი და ბირდაპირი,

ტყე კი ისევ იშრიალებს,

ვით უკვდავი გმირთა გმირი.

გამოგზავნის ლამაზ ძეწნებს,

დაგვივიწყებს როცა ყველა,

ჩვენს უდაბურ საფლავებზე

ნაზი თმების გასაშლელად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen