კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 11:19
Advertisement

 

 

 

ქვევრმა თქვა, - კაცმა ჩამაცვა

სამოსი ფერი მზისაო,

ვაზი დაწურა, შემასვა

ზედაშე ალაზნისაო.

საუნჯესავით დამმარხა,

დამადო კლიტე ქვისაო,

ხან საქორწინოდ ამხადა,

ხან სატირლადა ძმისაო.

საქართველოა მარანი,

წილხვედრი დედა ღვთისაო,

მლოცავენ წმინდა მამანი,

მადლი მაქვს სამებისაო.

თიხა ვარ საღმრთო-საუფლო,

შემსვამთ და გამიხარდება,

ეს დალოცვილი საწუთრო

მეამებ-მეგულხატება.


* * * * * * *

თიხა ვარ უფლის რჩეული,

ჰარულალო, დაა!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen