კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 00:34

 

 

1

 

კმარა, კმარა, ნუღარა სცოდავ, სულს აგების მიხვდეს შვება,

აწ დასწყნარდი, ნუ შფოთავ-ბორგავ, ნუ გაქვს ზმირინთ ზინზლად ფშვება!

 

2

 

ჩუმად იყავ, ნუ გამაგონებ, მაგ საქმეს იქს არცა სტერი.

საძულს ალხენ, საყვარს აღონებ, შექნილხარ შენ თავის მტერი.

 

3

 

საძაგს საქმეს კაცს ვერას უქებ, კაცი კარგ საქმით იქნება.

სულს კი ამჭლობ, ხორცს კი ასუქებ, აწ ცხოვნება ვით იქნება!

 

4

 

მოკლე არის ეს ცრუ სოფელი, კაცსა გრძლადა არ შერჩების,

არს კაცთ სული უკვდავმყოფელი, ხორცი სიკვდილს ვერ მორჩების.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ