კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 07:18

 

 

1

 

ვაქოთ, ვადიდოთ ვინაო? - ღმერთი მაღალთა შინაო,

ვინცა შეამკო ქვეყანა, ღამე დღედ განაბრწყინაო;

ზღვით, ხმელით, ხითურთ, ბალახით მთა-ბორცვი აღმოფინაო,

ყოველი ნივთისაგანი მაშიგან განაჩინაო;

ჩვენ, კაცი, მიწა და წყალი შეგვზილა, აღგვადგინაო,

მოგვცა სიბრძნე და დაგვიდვა ქმნული ყოველი წინაო.

ჩვენც გვმართებს მსხვერპლი შევსწიროთ - დავით თქვა - იმისთვინაო.

 

2

 

აქე, ადიდე შენაო, ვინცა შენ აღგაშენაო,

შენ - შავი მიწა, ტალახი - რომ აგრე დაგაშვენაო:

ჩაგიდგა სული ცხოელი, დაგაწყებინა ქშენაო,

გალაპარაკა, გასმინა, მოგცა პირი და ენაო;

დღე გაგითენა ნათელი, გიბოძა თვალში ჩენაო,

ნდომა ცოლ-ქრმობის სურვილით, საჭმელ-სასმელით რჩენაო;

მას ღმერთსა მსხვერპლი შესწირე, დავითმა მოგახსენაო

ნდომა ცოლ-ქრმობის სურვილით, საჭმელ-სასმელით რჩენაო,

მას ღმერთსა მსხვერპლი შესწირე, დავითმა მოგახსენაო,

მას ღმერთსა მსხვერპლი შესწირე, დავითმა მოგახსენაო.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ