კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 12:12

 

 

მინდვრის მსუქანი თაგვი შინაურ გამხდარ და წვრილმან თაგვს ესტუმრა და სხვათა შორის ჰკითხა: დობილო, რატომა ხარ ეგრეთი პატარა და გამხდარი? შენ ხომ უფრო ნაირ-ნაირი და გემრიელი საჭმელებით იკვებები ხოლმე შინაურობაში, მე საბრალო კი ძლივ-ძლივობით ვშოულობ სულის მოსაბრუნებლად სარჩო-საკვებს მინდორში და, მაინც შენზე მოზრდილი და მსუქანი ვარო.

ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ უცებ კატა გამოჩნდა; მოასწრო სახლის თაგვმა და შეძვრა სოროში, გაშეშებული და იმედდაკარგული მინდვრის თაგვი შესცქეროდა კატის ანთებულ თვალებს, რადგან უშველებელი იყო და ვერ შეეტია იქაურ ხვრელებში: მივარდა კატა და გაუყარა თავისი მახვილი კლანჭები თაგვსა.

ამ დროს სახლის თაგვმა გამოყო თავი სოროდან და უთხრა თავის შემბრალებელ სტუმარ თაგვსა: - დობილო, აი, სწორედ მაგ შეჩვენებულმა მკნავანას ყურებამ და დანახვამ დამაწვრილა და ასე გამახდუნაო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

შეიძლება დაგაინტერესოთ