კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 20:10
Advertisement

ნახე, როგორ ღუღუნებენ მტრედები! შეხედვა გესიამოვნება! - თქვა ერთხელ ეზოს ძაღლმა ისე, რომ სამი მტრედისთვის თვალი არ მოუცილებია, - ეტყობა ყველა ფრინველი ასე შეთანხმებით ცხოვრობს, მე და კატას კი არ გვგვანან.

- ძალიანაც ნუ მოტყუვდები, ძვირფასო! - არ დააყოვნა შეკამათება კატამ, რომელიც მაღალ ღობეზე ჩამომჯდარიყო, - ერთი ყური მიუგდე, რა ხდება საქათმეში.

საქათმიდან ხმამაღალი კაკანი და აყალმაყალის ხმა ისმოდა.

უცებ ეზოში დამდუღრულივით გამოვარდა ერთი გაბურძგნული მამალი, დარეტიანებული დაბარბაცებდა და სისხლიან კვალს ტოვებდა. საქათმიდან კი მეორეს გამარჯვებული ყიყლიყო გაისმა.

- ისევ ვერ მორიგდა ორი მამალი, - განაგრძობდა ყოვლისმცოდნე კატა, სანამ ერთ-ერთი მათგანი წიწილა იყო, საქათმეში სიწყნარე იყო. წამოიჩიტა თუ არა საშინელი ჩხუბისთავი და აბეზარი გახდა.

მართალი იყო კატა. ქათმები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, ორ მამალს კი არასდროს არ შეუძლია ერთ საქათმეში ცხოვრება.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen